სკოლა ნეფორმალი

იდენტობა იუსი გთავაზობთ, ახალ პროექტს რეგიონში (ქუთაისში), რომელსაც ალტერნატიული აკადემიის სახე ექნება.
საქართველოში და განსაკუთრებულად რეგიონში მწვავედ დგას სუსტი სამოქალაქო პროტესტის მუხტი, კრიტიკული აზრის წარმოება და სივრცეების არარსებობა, სადაც ადამიანთა ჯგუფები მოახერხებენ რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და წინააღმდეგობისკენ მიმართული ქმედბების დაგეგმვას.
რეგიონებში, ფაქტობრივად არ არსებობს სივრცე, სადაც ხდება არსებული დღის წესრიგების კრიტიკა და დაპირისპირების მექანიზმებზე მუშაობას მაჩგვრელი ინსტიტუციების/სისტემების წინააღმდეგ.

ალტერნატიული აკადემიის იდეა მიმართულია ყველა ჯგუფისკენ, რომელიც დაინტერესებულია აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით, ფიქრობს და სურს ჩაერთოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უთანასწორებების აღმომფხვრელ ქმედებებში.

ნეფორმალის ალტერნატიულ აკადემიაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
რადიკალური ფემინისტური მოძრაობები და ქვიარ წინააღმდეგობა; ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები და სამართლის თეორიული კრიტიკა; ადგილობრივი სოციალური მოძრაობების მიღწევები და გამოწვევები, კრიტიკული რეფლექსია პოსტ-საბჭოთა გამოცდილებასა და ისტორიულ გაკვეთილებზე; სათემო აქტივიზმის მნიშვნელობა და კრიტიკა ემანსიპაციის დღის წერიგის ფორმირების პროცესში; ვორქშოფი – პროტესტი, როგორც პოლიტიკური წინააღმდეგობის ინსტრუმენტი; პროტესტის დაგეგმვის სხვადასხვა ტექნიკები და მეთოდოლოგია.
სკოლის მთავარი მიზანია, კრიტიკული ცოდნის წარმოება და პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა. ის ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისთვისაც პრობლემურია არსებული უთანასწორო გარემო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

სასწავლო პროგრამა მოიცავს 8 სალექციო შეხვედრას.
სალექციო კურსი დაიწყება თებერვლის ბოლოსა და დასრულდება სექტემბრის დასაწყისში

Leave a reply