გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია

25 ნომებერს იწყება მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანია და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. “ იდენტობა იუს “ უერთდება კამპანიას, რომლის მიზნია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის

ფარგლებში, ორგანიზაცია “იდენტობა იუს”- მა შექმნა უსაფრთხო სივრცე რეგიონში მცხოვრები ქალების ჯგუფისათვის, ფემინისტური ღირებულებების ირგვლივ თვითორგანიზების ხელშეწყობის მიზნით და საჯარო სივრცეში იმ წუხილების გაჟღერება, რასაც ქალების უმრავლესობა აწყდება ცხოვრების ყველა სფეროში. “ფემინისტური ნარატივი” წარმოადგენს კრიტიკული მსჯელობის სივრცეს ქალებისთვის, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა ყოველდღიურ გამოცდილებებსა და პრაქტიკებზე თვითრეფლექსიის გზით და ცოდნის გაზიარებით, ამასთანავე, ფემინისტური თეორიების განმტკიცებით შეძლონ, როგორც პოლიტიკური მობილიზება, ისე მჩაგვრელი სტრუქტურების წინააღმდეგ გაერთიანება.პროექტის ფარგლებში, გაზიარებულ ცოდნასა და გამოცდილებებს კი საჯარო სივრცეში, პირველ პირში მოთხრობილი

ისტორიების სახით გააცნობს ფართო საზოგადოებას, სადაც მოშლილია დისტანცია და საზღვრები მთხრობელსა და მაყურებელს შორის.პერფორმანსების ჩატარება, საქართველოში არსებული მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საჯარო სივრცეში ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. შესაბამისად მისი საზოგადოებისთვის გაცნობა ამ ფორმით მოგვიანებით მოგვიწევს. თუმცა, სხვა გზითაც აქტიურად შევეცდებით გავაჟღეროთ რეგიონში მცხოვრები ქალების ხმა და ამ ისტორიებს ჩანაწერების სახითაც გაგიზიარებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დასტაბილურდება მდგომარეობა და ისევ გვექნება ერთმანეთთან შეხვედრის, კრიტიკული მსჯელობისა თუ დისკუსიის შესაძლებლობა. მადლობას ვუხდით “ქალთა ფონდს საქართველოში”, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის Women’s Fund in Georgia#ფემინისტურინარატივი

Leave a reply