“იდენტობა” ქალთა მიმართ არსებული ძალადობის წინააღმდეგ განსაკუთრებულ ღონისძიებებს ახორციელებს, მნიშვნელოვნად მიაჩნია ქალთა პრობლემატიკის წინააღმდეგ საზოგადოების  ერთიანობის და სოლიდარობის  არსებობა.

“იდენტობა,” აქტიურად უჭერს მხარს გლობალურ ქალთა მოძრაობის V-day-ს კამპანიას და პრიორიტეტულად მიაჩნია ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის დაძლევის პოლიტიკის განხორციელებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, ქალთა პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფემინისტი აქტივისტისა და დრამატურგის ივ. ენსლერის ცნობილი ეპიზოდური პიესა, “ვაგინა მონოლოგები” რამდენჯერმე დადგა

ჩვენს მიერ, 2013 და 2014 წლებში, ორგანიზებული საქველმოქმედო სპექტაკლი  “ვაგინა მონოლოგები” მაყურებელმა ჯამში ოთხჯერ იხილა და შემოსული თანხა მთლიანად ქალთა საჭიროებებს მოხმარდა

შემოსული თანხა თავშესაფარ “ საფარის” ბენეფიციარების და ასევე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარის საჭიროებებს მოხმარდა.

ეპიზოდური პიესა THE VAGINA MONOLOGUES (ვაგინა მონოლოგები) ამერიკელი დრამატურგისა და ფემინისტი აქტივისტის ივ, ენსლერის ცნობილი პიესაა.

ენსლერმა მონოლოგების პირველი სამუშაო ვერსია 1996 წელს შექმნა, მსოფლისო სხვადასხვა კუთხეში 200 ქალთან აღებული ინტერვიუს მიხედვით.

იგი ამ პიესესთვის პრესტიჟული ამერიკული თეატრალური პრიზით, ობის პრიზით არის დაჯილდოვებული.

პიესა “ვაგინა მონოლოგები” ყოველ წელს ახალი ტექსტებით. თარგმნილია ოცდაოთხ ენაზე და ინსცენირებულია ოცზე მეტ ქვეყანაში

სპექტაკლი საქველმოქმედოა და ის  ქალთა გლობალური მოძრაობის  V-Day-ს ნაწილია  რომელიც მიზნად ისახავს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს კამპანია ქალთა და ზოგადად საზოგადოების ცნობიერების  ამაღლებისკენაა მიმართული და უპირობოდ უჭერს მხარს ქალთა შორი სოლიდარობის გაძიერებას საერთო პრობლემების წინააღმდეგ  საბრძოლველად.