ჯანმრთელობა

იდენტობას სათემო ცენტრი უშუალო სამედიცინო მომსახურებას არ გასწევს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უსასყიდლოდ გადმოგცეთ უსაფრთხო სექსუალური ჰიგიენის საშუალებები (პრეზერვატივები და ლუბრიკანტები), დაგეხმაროთ უფასო ტესტირების მიღებაში  ლგბტ მეგობრული ორგანიზაციებისგან  (აივ ვირუსი, ც და ბ ჰეპატიტები) და ასევე გადაგამისამართოთ ექიმებთან, რომლებიც სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან გამოჯანმრთელებაში (გარკვეულ შემთხვევებში, თუ პროგრამა დაფინანსებულია სხვადასხვა ჯანდაცვის ფონდების ან სახელმწიფოს მიერ) უსასყიდლოდ დაგეხმარებიან.

სასარგებლო ინფორმაცია:


 

უფასო აივ ტესტირებისა და ბ და ც ჰეპატიტებზე ტესტირებისთვის მიმართეთ ორგანზიაცია თანადგომას. საჭიროების შემთხვევაში ორგანზიაცია უფასოდ ამისამართებს ბენეფიცირებს ჯანმრთელობის კაბინეტებში. მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი.

მის: ქურდიანის ქ. 23. ტელეფონი: 2 35 21 32

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანადგომას ვებგევრდზე

 


 

 

მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ ორგანზიაცია კამარას. ორგანიზაცია ბენეფიციარებს სთავაზობს ფსიქიატრის მომსახურებას, ჯგუფურ თერაპიას, იოგა თერაპიას, არტ თერაპიას და სხვა.

მის: თბილისი, არაყიშვილის 10. ტელეფონი:

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კამარას ვებგვერდზე

 

 


 

უფასო კონტრაცეპტივებითა და კონდომებით უზრუნველსაყოფად, ასევე სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ კონსულტაციისათვის მიმართეთ ასოციაცია ჰერა XXl- ს. აღნიშნული სერვისი შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისი, სენაკი, ქუთაისი ახალციხე.

მის: თბილისი, გამსახურდიას გამზ, მე-2 კვარტალი, შენობა 9, ბინა 2

ტელეფონი 214 28 53

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ასოციაცია ჰერა HYPERLINK “http://hera-youth.ge/” HYPERLINK “http://hera-youth.ge/”XXl-ს ვებგვერდი.

 


 

ბ და ც ჰეპატიტზე უფასო ტესტირებისთვის. ჰეპატიტებთან დაკავშირებული კონსულტაციისა და სერვისებზე ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს.

მის: თბილისი, პეკინის გამზირი 2

ტელეფონი: 2 21 32 11

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ვებგევრდზე