ხშირად დასმული კითხვები

იდენტობას მიმართ ხშირად დასმული კითხვები.
როგორ დაგიკავშირდეთ?
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე info@identoba.com facebook-logo-1ასევე ფეისბუქის საშუალებით www.facebook.com/identoba. 113159-glowing-purple-neon-icon-business-phone4ან სულაც დაგვირეკოთ (ქალაქი) 2 32 30 56 14;
შეიძლება თუ არა, თქვენთან ჩემი სტატიების გამოქვეყნება?
სტატიის გამოქვეყნება შესაძლებელია. უნდა დაუკავშირდეთ რედაქტორს, შორენა გაბუნიას ელექტრონული ფოსტით: shorena@identoba.com და შეათანხმოთ სტატიის თემა. ჰონორარი გათვალისწინებული არ არის.
შემიძლია თუ არა გავხდე “იდენტობას” ასოცირებული წევრი?
დიახ, შეგიძლია. გადადი ამ ლინკზე: http://identoba.com/join/ და შეავსე “იდენტობას” ასოცირებული წევრობის ონლაინ ფორმა.
შესაძლებელია თუ არა “იდენტობაში” საკუთარი ღონისძიება ჩავატარო?
დიახ, შესაძლებელია. ლგბტ თემის წევრები და მეგობრები ჩვენთან ხშირად ატარებენ ტრენინგებს, დისკუსიებს, ფილმის ჩვენებებს და ა.შ… თუ იდეა გექნება დაუკავშირდი “იდენტობას” სათემო ოფიცერს, გვანცას მეილით: natiak@identoba.com ან ტელეფონით” 599202542
რას ნიშნავს “იდენტობას” კლუბები?
“იდენტობაში” ფუნქციონირებს ფსიქოლოგიის, სამართლის, თანასწორთა განათლების, დისკუსიების და ა. შ კლუბები. გასაწევრიანებლად, მოგვწერე შენი სახელი/გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და სასურველი კლუბის სახელი იმეილზე natiak@identoba.com
შესაძლებელია თუ არა ლგბტ თემის წევრებთან ინტერვიუს ჩაწერა?
ლგბტ თემის წევრების თანხმობით ინტერვიუს ჩაწერა შესაძლებელია. დეტალებისთვის დაუკავშირდი “იდენტობას” სათემო ოფიცერს იმეილზე natiak@identoba.com
ტრანსსექსუალები არიან თქვენთან?
“იდენტობაში” ნებისმიერი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ადამიანები იკრიბებიან, მათ შორის ტრანსგენდერი ადამიანები.
შემიძლია თუ არა “იდენტობას” მოხალისე ან სტაჟიორი ვიყო?
შესაძლებელია. დაგვიკავშირდით იმეილზე natiak@identoba.com მოხალისეობა/სტაჟირება შეგიძლიათ, როგორც ჩვენი ელექტრონული ჟურნალისთვის, ასევე შეგიძლიათ იყოთ მოხალისე ფსიქოლოგი, იურისტი და სოციალური მუშაკი
მოხალისეებს და სტაჟიორებს თუ აქვთ ხელფასი?

მოხალისეებისთვისა და სტაჟიორებისათვის ხელფასი გათვალისწინებული არ არის

მოხალისეებს და სტაჟიორებს თუ აქვთ ხელფასი?

მოხალისეებისთვისა და სტაჟიორებისათვის ხელფასი გათვალისწინებული არ არის

მართალია, რომ მარტო მაკები გაქვთ?

მაკების გარდა გვაქვს ვინდოუსიც 🙂

რატომ არ შემიძლია გამოვიყენო სიტყვა “პიდარასტი”? – მმკ.

ეს სიტყვა შეურაცხმყოფელ მნიშვნელობას ატარებს. სწორი ტერმინია – “გეი” ან “ჰომოსექსუალი ადამიანი”.

ლეზბიანკა სწორია? – ნათიააა

არა, არ არის სწორი. “სწორი” და “არასწორი” არ არსებობს, უბრალოდ, “ლეზბიანკაც” შეურაცხმყოფელი ტერმინია. “ლესბოსელი” ან “ლესბოსელი ქალი” უფრო მეტად მიღებულია.

საძინებელში ვინმე გივარდებათ? რა საჭიროა აქციები და მსვლელობები? – ქდმ.

თავად ამ კითხვის დასმის ფაქტი მიანიშნებს, რომ საქართველოში ჰომოფობია და ლგბტ თემის უხილავობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ჰეტეროსექსუალობის აფიშირება ხდება ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ ადგილას, ტელევიზიით, რეკლამებით, ქუჩაში….როდესაც, მაგალითად, ქალი საჯაროდ საუბრობს ქმარზე, ან უბანში ბიჭები გოგოებს “არჩევენ”- ეს ხომ შეიძლება “ჰეტეროსექსუალობის პროპაგანდად” ჩაითვალოს? ან, როდესაც გოგო და ბიჭი ხელჩაკიდებულები სეირნობენ – ამასაც ხომ შეიძლება ვუწოდოთ “პროპაგანდა”? მაშ, რატომ ხდება, რომ, როდესაც ამას ორი გოგო, ან ორი ბიჭი აკეტებს “პროპაგანდად” ვნათლავთ? უხილავი ჯგუფს ხილვადობის გაზრდის მიზნით საზოგადო ღონისძიებების ჩატარება იმიტომ არის საჭირო, რომ, რომ ყველამ გაიგოს – ლგბტ თემის წევრებსაც ზუსტად ისევე აქვთ სიყვარულის, ჩრდილიდან გამოსვლის და საკუთარი ორიენტაციის “პროპაგანდის” უფლება, როგორც სხვა დანარჩენ ადამიანს.

მართალია, რომ ბევრი ფული გაქვთ? – ბიძინა

არც იმდენი, რამდენიც საქმეს სჭირდება. მიმდინარე პროექტებზე დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე.

რა განსხვავებაა ტრანსგენდერსა და ტრანსექსუალს შორის? – მ.კ.

ტრანსგენდერი კრებითი სახელია, რომელიც გულისხმობს ტრანსსექსუალ, ტრანსვესტიტ, დრაგ და სხვა ტრანს ადამიანებს. თუ ამ საკითხებზე მეტი ინფორმაცია გაინტერესებს, მიწერე ნათია გვიანიშვილს მისამართზე natia@identoba.org

რას ნიშნავს სიძულვილის ენა? – ნანა კ.

სიძულვილის ენა არის ზეპირი მეტყველების ან წერილობითი კომუნიკაციის ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენება, რომელიც ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შეურაცხყოფას და დისკრიმინაციას გულისხმობს.

არასრულწოვნებს შეუძლიათ “იდენტობაში” სიარული? – გ.ძ.

შეუძლიათ, მშობლების წერილობითი ნებართვის საფუძველზე.

რას საქმიანობს “იდენტობა” ? – ბრრრ

“იდენტობა” საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების გაძლიერებისათვის და მათი უფლებების დაცვისთვის მუშაობს.

რა არის გენდერი? – ნ.ბ.

ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად განსაზღვრულ როლებს, რომელიც მათ სქესობრივ-ბიოლოგიური ნიშნის მიხედვით მიეწერებათ. ამდენად გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა ფაქტორების გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციის და ასაკის მიხედვით.

გეიობა ავადმყოფობაა?- მკურნალი.გე

არა, არ არის! ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა მენტალურ დაავადებათა სიიდან 1990 წლის 17 მაისს ამოიღო.

რას მიკეთებს “იდენტობა” ?- სოსო

“იდენტობა” ლგბტ თემის წევრებს სთავაზობს ფსიქოლოგის, იურისტისა და სოც. მუშაკის უფასო მომსახურებას, ასევე ტრენინგებს, დისკუსიებსა და კონფერენციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. იდენტობას ღონისძიებები შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტზე ან ფეისბუქზე www.facebook.com/identoba