სათემო ცენტრი

იდენტობას სათემო ცენტრი

„იდენტობას“ სათემო ცენტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი საქართველოში ლგბტ ადამიანებისათვის საბაზისო სერვისებისა და უსაფრთხო შეკრების სივრცის არსებობის უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბდა. თვის განმავლობაში  სათემო ცენტრი ასობით ლგბტ ადამიანს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ფსიქოლოგისა და იურისტის უფასო მომსახურებით,  დაეუფლოს უცხო ენებს, მიიღოს მისთვის საინტერესო და სასურველი ინფორმაცია გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე, დაესწროს ლგბტ საკითხებზე სპეციალურად მოწყობილ საგანმანათლებლო ღონისძიებებს და ჩაერთოს ლგბტ აქტივობებში. სათემო ცენტრი ღიაა მოხალისეებისა თუ საინიციატივო ჯგუფებისათვის და მათ მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობს ახალი პროექტებისა და იდეების განსახორციელებლად.
ამჟამად, „იდენტობას სათემო ცენტრი ლგბტ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა და ლგბტ მეგობრებს სთავაზობს:

  1.  უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ინდივიდებისა და წყვილებისათვის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისათვის
  2. უფასო იურიდიული კონსულტაცია და მომსახურება, ადგილობრივ და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში წარმომაგენლობა
  1. კინოკლუბი ყოველ პარასკევს 7 საათზე მართავს კინოჩვენებასა და დისკუსიას ლგბტ თემატიკაზე. ჩვენების შემდეგ, როგორც წესი, იმართება დისკუსია
  2.  არტკლუბი პერიოდულად მართავს კულტურულ ღონისძებებს დამწყები ან პროფესიონალი ლგბტ ხელოვანების მონაწილეობით.
  3.  სპორტული კლუბი სხვადასხვა სპორტით დაინტერესებულ ლგბტ ადამიანებისთვის სპორტულ თამაშებსა და შეჯიბრებს აწყობს. განსაკუთრებით პოპულარულია ქალთა ფეხბურთის კლუბი.
  1. სათემო ცენტრი ლგბტ ადამიანებს სექსუალობისა და გენდერის, მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ საკითხებზე ღია დისკუსიებსა თუ მრგვალი მაგიდის შეხვედრებს რეგულარულად სთავაზობს
  2. პროფესიული და პერსონალური უნარების გაძლიერება-დახვეწის მიზნით, სათემო ცენტრი ლგბტ ადამიანებს რეგულარულად სთავაზობსუფასო ტრეინინგებს
  3. სათემო ცენტრი უფასოდ სთავაზობს ლგბტ ადამიანებს კურსებს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებში.
  1.    სათემო ცენტრის სტუმრების განკარგულებაშია სექსუალობისა და გენდერის საკითხებში საქართველოში ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა.
  2. სათემო ცენტრის მთავარი დარბაზი, ფოტო-ვიდეო კამერა, ხმის-ჩამწერი, პროექტორი და ხმის სისტემა ხელმისაწვდომია მოხალისეებისათვის საკუთარი ღონისძებების დასაგეგმად და განსახორციელებლად.
  3. საკუთარი იდეების და პროექტების განხორციელებაში სათემო ცენტრი მოხალისეებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებითა და ადამიანური რესურსებით  ეხმარება