სასწავლო პროგრამა ლგბტქი საკითხებში

 პროგრამის შესახებ:

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” (http://identoba.ge) საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA Europe-ის (https://www.ilga-europe.org) მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებების სწავლების გზით ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა.

ვისთვის არის სასწავლო პროგრამა განკუთვნილი?

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამა განკუთვნილი იქნება პრაქტიკოსი იურისტებისათვის, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის.

მონაწილეები გაეცნობიან:

სასწავლო პროცესი  ლგბტქი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შესაბამისად, სასწავლო პროცესში ჩართულ ადამიანები საშუალება ექნებათ გაეცნონ:

** ადამიანის უფლებების ადვოკატირება და ლგბტ – აქტივიზმი;

** საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ლგბტ უფლებების დაცვის საქმეში;

** ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ლგბტ თემის

წარმომადგენლების საჩივრებზე;

** სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული;

** ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო გეგმები;

სასწავლო პროგრამის თარიღი, ადგილმდებარეობა და განაცხადის ბოლო ვადა: 

ტრენინგის განხორციელების თარიღებია: 2017 წლის 10 და 11 ნოემბერი;

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი;

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ნოემბერი

მონაწილეობა უფასოა

სარეგისტრაციო ბმული იხ.:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

T: +322 305614; 599 557488766

ელ-ფოსტა- info@identoba.com;

ორგანიზაციის ვებ-გვერდი:

www.identoba.ge

www.17maisi.com

 

Identoba – The Lesbian, Gay, Bisexual, Transgender & Queer Organisation in Georgia