ლგბტქი თემის ლიდერთა ტრენინგი – # 10

“იდენტობა” ქუთაისის რესურს ცენტრის ბაზაზე ლგბტქი თემის ლიდერთა ტრენინგს გთავაზობთ.

ტრენინგის მიზანი ადგილობრივ თემში აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ჯანმრთელობის საკითხებზე განათლების დონის ამაღლებაა და თანასწორ განმანათლებლების მომზადება, რათა მათ შეძლონ ინფორმაციის გავრცელება მსმ ჯგუფში.

პირველი სამუშაო დღე დაეთმობა საბაზისო და მნიშვნელოვან საკითხებს გენდერის, სექსუალობის, ინტერსექციონალურობის და სტიგმით გამოწვეული დისკრიმინაციის ირგვლივ;

ხოლო მეორე დღეს, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ.

ლიდერთა ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე;

ტრენინგის განნხორციელდების თარიღები: 7 და 8 ოქტომბერი

ღონისძიება ხორციელდება გლობალური ფონდის “აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ლგბტ თემის მობილიზება” პროექტის ფარგლებში

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია წამახალისებელი ინსენტივები

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული:
ტრენინგი ჩატარდება ქ. ქუთაისში, იდენტობას რესურს ცენტრში,

მისამართზე: თამარ მეფის #98

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო ნომერი: 557 488766;

ელექტრონული ფოსტა: natiak@identoba.com