ლგბტქი თემის ლიდერთა ტრენინგი – # 7

“იდენტობა” ქუთაისის რესურს ცენტრის ბაზაზე ლგბტქი თემის ლიდერთა ტრენინგს გთავაზობთ.

ტრენინგის მიზანი ადგილობრივ თემში აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ჯანმრთელობის საკითხებზე განათლების დონის ამაღლებაა და თანასწორ განმანათლებლების მომზადება, რათა მათ შეძლონ ინფორმაციის გავრცელება მსმ ჯგუფში.

ლიდერთა ტრენინგის ხანგრძლივობა:ორი დღე;
ტრენინგის განნხორციელდება 2 და 3 აგვისტო;

პირველი სამუშაო დღე დაეთმობა საბაზისო და მნიშვნელოვან საკითხებს გენდერის, სექსუალობის, ინტერსექციონალურობის და სტიგმით გამოწვეული დისკრიმინაციის ირგვლივ;

ხოლო მეორე დღეს, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მნიშვნელოვან ინფორმაციას აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ.

ღონისძიება ხორციელდება გლობალური ფონდის “აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ლგბტ თემის მობილიზება” პროექტის ფარგლებში.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია წამახალისებელი ინსენტივებიც.

სააპლიკაციო ფორმა:

ტრენინგი ჩატარდება ქ. ქუთაისში, იდენტობას რესურს ცენტრში,
მისამართზე: თამარ მეფის #98

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო ნომერი
557 488766;
ელექტრონული ფოსტა: natiak@identoba.com