“იდენტობა” ქუთაისის რესურს ცენტრის ბაზაზე ლგბტქი თემის ტრენერთა ტრენინგს გთავაზობთ.

ტრენინგის მიზანი ადგილობრივ თემში აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ჯანმრთელობის საკითხებზე განათლების დონის ამაღლება და თანასწორ განმანათლებლების მომზადებაა, რათა მათ შეძლონ  ინფორმაციის გავრცელება მსმ ჯგუფში.

ტრენერთა ტრენინგის თარიღი: 25 მარტი

ტრენინგის დღეს მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ:

  1. პრაქტიკული და თეორიული მასალა ინფორმაციის გავრცელების და გადაცემის შესახებ;
  2. ინფორმაცია აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ.
  3. ბაზისური ინფორმაცია გენდერისა და სექსუალობის შესახებ.

ღონისძიება ხორციელდება გლობალური ფონდის “აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ლგბტ თემის მობილიზება” პროექტის ფარგლებში.

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია