ფელიქს გონსალეს ტორესი

სიყვარული, დანაკარგი, სეპარაცია და სიკვდილი, ეს მოტივები აერთიაენებს კუბელი არტისტსის (ამერიკაში მოღვაწე) ფელიქს გონსალეს ტორესის შემოქმედებას. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ემთხვევა 1980-იან წლებში ა.შ.შ.- ში გავრცელებულ აივ ინფექციის პანდემიას და სწორედ ეს ხდება მთვარი ხაზი არტისტის ხელოვნებისა. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ფელიქსის შემოქმედების მიმართულება განსაზღვრა იყო მისივე შეყვარებული ლოს ლეიოკოკი, რომელიც შიდსით გარდაიცვალა. მოგვიანებით, 1996 წელს კი თავად არტისტმაც ამავე დიაგნოზით დაასრულა სიცოცხლე. ფელიქსი იყო ერთ- ერთი პირველი open-gay არტისტი, რომელიც აქტიურად ატარებდა AIDS – ის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და ის თვლიდა რომ ხელოვნების საჭიროებას განაპირობებდა სოციალური ცვლილებებისათვის ბრძოლა.

 

1980-იანი წლებიდან ხელოვნებამ და არტისტებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ლგბტ აქტივიზმში და აივ/შიდსზე საზოგადოების ცნობიერების ამღლებაც დიდ წილად მათი დამსახურებაა. მნიშვნელოვანი არტისტები, რომლებიც თავს თემის წევრებად მოიაზრებდნენ საკუთარ თავზე აიღეს სოციალური პასუხისმგბლობა, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მარგინალიზებული და ჩაგრული ჯგუფებსათვის.  არტისტებმა თავიანთი გამოცდილებების გაზიარება დაიწყეს ხელოვნებით, რაც სხვა ადამიაენბსათვის თვალსაჩინოს ხდიდა, რომ ისინი არ არიან მარტო. ფელიქს გონსალეს ტორესი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმის წარმოსაჩენად თუ რა როლი აქვს ხელოვნებას აქტივიზმში, რა ფორმებით შეგვიძლია გავხადოთ საზოგადოება ჩართული და ემპათიური მსგავსი პრობლემების მიმართ. ამისათვის განვიხილვთ ტორესის რამდენიმე ნამუშევარს.

 

 

1992 წელს ფელიქს გონსალეს ტორესმა შემოგვთავაზა პროვოკაციული ბილბორდების სერია მანჰეტენის, ბრუკლინისა და ქვინისის ქუჩების ურბანულ სივრცეებში. “უსათაურო” (ცარიელი საწოლის ბილბორდი) არის არეულ-დარეული ზეწრებისა და ბალიშების  შავ-თეთრი სურათი. ბალიშები ცენტრში ჩაზნექილია და იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ახლახანს ადგნენ, ცოტა ხნის წინ აქ ვიღაც იწვა. ამ მეთოდით ტორესი გადმოგვცემს ინტიმური სივრცის ღრმა შეგრძნებას. საინტერესოა რას ნიშნავს ეს საწოლი და რატომ ირჩევს არტისტი მათ გამოსაფენად ურბანულ სივრცეს. ცარიელი საწოლი არტისტსა და მის გარდაცვლი შეყვარებულს ეკუთვნის, ამ ქმედებით თითქოს მან მისი პირადი, ინტიმური სივრცე გახადა საჯარო და თანაც მოახერხა აღებეჭდა ის სიცარიელე, რაც მისი შეყვარებულის გარდაცვალებამ გამოიწვია. გარდა ამისა ეს იყო პასუხი იმ ადამიანებისათვის ვინც ყოველდღიურად გვეუბნება “საკუთარ საწოლებში რაც გინდათ ის აკეთეთ”. ფელიქსმა თითქოს სცადა ასეთი საზოგადოებისგანაც მიეღო თანაგრძნობა თავისი დანაკარგის გაზიარებით და ეჩვენებინა მათვვის რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივად უყვარს, ჩვეულებრივ საწოლში სძინავს, რომელიც უკვე დაცარიელდა მომაკვდინებელი ვირუსის გამო, რომლის წინაშეც მარტო ვერ იბრძოლებ.  ფელიქსი დამთვალიერებელს ხდიდა თავისი ინსტალაციების განუყოფელ ნაწილად, ფაქტობრივად ეს ინსტალაციები დამთვალიერებლის გარაშე უფუნქციოც კი იყო. თითოეულ ადამიანს შეეძლო მონაწილე გამხდარიყო თუნდაც ერთი კანფეტის აღებით, თითქოს ის იზიარებდა იმ ტკივილსა და დარდს რასაც არტისტი განიცდიდა და ყოველ წამს განიცდიან ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ვირუსთან ბრძოლით. ის იწვევდა დამთვალიერებელს იმისათვის რომ მონაწილეობა მიეღოთ გლოვაში, გამოეცადათ ეს შეგრძნებები. გაეზიარებინათ უნივერსალური გამოცდილება იმის დაკარვის, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს.

სახალხო ადგილებისათვის მსგავსი სცენარი არის გამაღიზიანებელი და უსიამოვნო, რადგან ის პირდაპირ გხდის იძულებულს აღიარო პრობლემის რეალურობა. მანჰეტენის ქუჩებში პირველად გამოქვეყნდა პასუხი, რეაქცია გამქრალი სხეულებისა, რომლებიც მალევე გახდნენ განმსაზღვრელნი ფელიქს გონსალეს ტორესის შემოქმედების.

არტისტი ცნობილია მისი ეფემირული ინსტალაციებით: კუთხეებში დაყრილი ფოჩიანი კანფეტები, პოსტერების დასტა იატაკზე. ჭერიდან დაშვებული განათებული გირლიანდები – თითოეული მათგანი არის 1960-70-იანი წლების კონცეპტუალური და მინიმალისტური ხელოვნების გამოძახილი მცირე ვიზუალიზაციითა და ფორმალური ენით.

ფელიქსის ხელოვნების ენა არ იყო ისეთი მინიმალისტური, როგორიც დონალდ ჯუდისა და დან ფალვინის შემოქმედება, ის წარმოაჩენდა თანამედროვე, სპეცფიკურ, კონცეფტუალურ ჩანაწერებს მის შემოქმედებაში. გვიან 1980-იანი წლებიდან ადრეულ 1990-იანი წლებიდან არტისტები იდენტობის, მათ შორის გეი იდენტობის კონსტრუქციასთან დაკავშრებით, ახალი შეკითხვების დასმას იწყებენ.

ისევ ტორესის შემოქმედების მიმოხილვას რომ დავუბრუნდეთ, გირლიანდები მის შემოქმედებაში იყო საცეკვაო კლუბის სივრცის ასოციაციის გამოწვევა, კანფეტები იატაკზე კი იმ პროცესის სირთულის ასახვა, რასაც იწვევდა ყოველდღიური ანტი რეტრო ვირუსული წამლის მიღება აივის პრევენციისათვის. ამ ინსტალაციას მან “პლაცებო” უწოდა. საწოლი, ისევე როგორც დავიწყებული კედლის საათები, რომელიც ასევე 1991 წელს შექმნა “უფლებამოსილ (ნებადართულ) საუკეთესო საყვარლებს” ეძღვნებოდა, საათის ისრების მარშის გამოხატვით, რითიც სიფრთხილით გაუსვა ხაზი ჰომოსექსუალების სიყვარულის ლეგიტიმურობას.

სექსუალური პოლიტიკის ცუდი ასპექტები

 

1997 წელს გეი აქტივიზმში ახალი ერა დაიწყო. ჩამოყალიბდა ACTUP გაერთიანება შიდსის შესაჩერებლად. არტისტებისათვის ძველი შეკითხვები ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობაზე კვლავ განახლდა. ბუნებრივად მოხდა პრიორიტეტების გადანაწილებაც არტისტულ დაჯგუფებებში, მაგალითად ყველასთვის ცნობილმა გრენ ფურის გაერთიანებამ შეიძინა შემეცნებითი ფუნქცია, მათი შემოქმედება აქტიურად გამოიხატებოდა შიდსთან ბრძოლის კამპანიებში და მისი მთავარი ფუნქცია იყო საზოგადოებისათვის პოლიტიკური მესიჯების მიწოდება აივ/შიდსის პრევენციისა და ბრძოლისათვის. მაგრამ, ფელიქსი ამ გზას არ გაჰყვა და მის შემოქმედებაში უკვე გამქრალი, მაგრამ მუდმივად განახლებადი შეგრძნებების გადმოცემით ელეგიური ფუნქცია შეიძნა. ეს იყო ერთ-ერთი პირდაპირი და საინტერესო ხერხი ჰომოსექსუალობის ხილვადობის გაზრდისათვის. ამგვარად ფელიქს გონსალეს ტორესის ხელოვნება გახდა აბსტრაქტი ხსოვნისა და დანაკარგის. ტორესის შემოქმედება რეზონასული გახდა რონალდ რეიგანის დემონსტრაციული უარის შემდეგ სიტყვა შიდსისათვის მიენიჭებინა პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან შეეშინდა ჰომოსექსუალობისათვის მხარდაჭერასთან ასოცირების. მთავარი პასუხი კი არტისტის იყო ცარიელი საწოლი, რომელიც იყო დეკლარირებული უარყოფის სიმულაცია და ჰომოსექსუალური სიყვარულის ჩართვა ურბანულ ქსოვილში.

1880-იან წლებში პოსტმოდერნისტი არტისტები აქტიურად მუშაობდნენ ტექსტურ გამოსახულებებზე, რათა მედიაში მეტი თვისუფლება შეეტანათ და ცნობიერება არსებულ პრობლემებზე გაეზარდათ. ტორესის ადრეული ნამუშევრებიც წარმოგვიჩენენ ასეთ ტენდენციას (ჯენი ჰოლზერის სტილში. ჰოლზერი 1970-იან წლებში მანჰეტენის ქუჩებში პოსტერებით ან პროექციის გამოყენებით გვესაუბრებოდა შემთხვევით ნაპოვნი “ფრთიანი” ფრაზებით, გრძნობებით). ტორესის 1988 წელს შქმნილი ერთ-ერთი ნამუშევარიც, რომელიც ფოტო ასლის ჩონჩხია გამოხატავს სიტყვების უწესრიგო მონაცვლეობას შავ ფონზე

“supreme 1986 court crash stock market crash 1929 sodomy stock market crash supreme 1987.

 

ამ გზით მან პოეტური კომენტარი შემოგვთავაზა, კაცობრიობის ისტორიიდან გეი ხილვადობის უგუვებელყოფის შესახებ, მაშინ როდესაც 1986 წელს ჯორჯიის შტატში უზენაისი სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონი ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზების შესახებ ძალაში დარჩა.

დაბრუნება მომავალში

 

გონსალეს ტორესის “უსათაურო” (ცარიელი საწოლი) მონიშნა რევოლუციური კარიბჭე თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში. 1980-იანი წლების ბოლოს მსოფლიო ხელოვნებამ განიცადა ძირეული ცვლილებები. არსებობდა კრიტიკული აზრი, რომ პოსტმოდერნული ხელოვნების მთავარი მოტივი იყო წარმოეჩინა კომპლექსური ფილოსოფიური კონცეპტი, იდენტობის პოლიტიკა წარსული გამოცდილებით დაიგნორებული იყო და მნიშვნელოვანი იყო ახალი ტალღისათვის განვლილი ასპექტები (მაგალითად ქალთა მოძრაობები). თანამედროვე არტისტებმა დაიწყეს უარყოფილი ნარატივების არტისტული სტრატეგიებისათვის დაბრუნება. ხელოვნებაში აქტიურად დაიწყო სოციალური პრობლემების გაჟღერება, მარგინალიზებული ჯგუფების წარმოჩენა და ეს იყო ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი მიგეწვდინა ხმა ადამიანებისათვის, გეჩვენებინა რეალური პრობლემა და დაგეფიქრებინა ისინი მათი გადაჭრის გზებზე.

საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილბა სახელოვნებო აქტივიზმის კუთხით, შესაბამისად სხვადასხვა  ქვეყნის ქვიარ აქტივისტების შემოქმედების მცირე მიმოხილვებს შემოგთავაზებთ. იქნებ ამ გამოცდილების გაზიარებამ ერთად გვაპოვნინოს ახალი გზები აქტივიზმის გაძლიერებისათვის და ასევე ხელოვნების პოპულარიზაციისათვის.

 

თარგმნა: ანანო სურმავამ

 

გამოყენებული წყაროები:

 

http://blog.sevenponds.com/soulful-expressions/no-body-there-the-empty-bed-and-the-hivaids-crisis

https://www.khanacademy.org/humanities/global-culture/identity-body/identity-body-united-states/a/felix-gonzalez-torres-untitled-billboard-of-an-empty-bed