“იდენტობა” ქუთაისის და  ბათუმის რესურს ცენტრების ბაზაზე ლგბტქი აქტივისტებს, მოხალისეებს და დაინტერესებულ პირებს ტრენერთა ტრენინგს გთავაზობთ.

ტრენინგის მიზანი ლგბტქი საკითხებით დაინტერესებული და აქტიური ადამიანების გაძლიერება, ადგილობრივ თემში აივ/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, თანასწორ განმანათლებლების მომზადებაა, რათა მათ შეძლონ ინფორმაციის გავრცელება მსმ ჯგუფში

კურსი განსაკუთრები საინტერესო იქნება იმ ლგბტქი აქტივისტებისთვის თუ მოხალისე მუშაკებისთვის ვინც ხშირად, ან პერიოდულად არის დაკავებული თანასწორთა განათლებით და სურს დახვეწოს საკუთარი უნარ-ჩვევები და შექმნას ტრენინგ-პროგრამები ზრდასრულთა სწავლების პრინციპების გათვალისწინებით.

ტრენინგი მაქსიმალურად არის დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით, ფსიქოლოგიური ქეისებით და ენერჯაიზერებით, რაც უზრუნველყოფს მონაწილის როგორც აქტიურ ჩართულობას საკითხის შესწავლაში, ისე ტრენინგების პროცესის პოზიტიურად მიმდინარეობას.

ტრენინგის დღეს:

  • გამოიმუშავებთ ტრენერისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს;
  • ისწავლით ტრენინგის დადგენილ სტანდარტებს;
  • უკეთესად შეძლებთ ტრენინგის სწორად დაგეგმვას და წარმართვას;
  • გაიუმჯობესებთ ფასილიტაციისა და პრეზენტაციის უნარებს;.
  • გეცოდინებათ სწავლების ინტერაქტიული მეთოდები;
  • გექნებათ გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა;

 

ღონისძიება ხორციელდება გლობალური ფონდის “აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ლგბტ თემის მობილიზება” პროექტის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება:

ქ.ქუთაისში – 24 დეკემბერს;

ქ. ბათუმში – 26 დეკემბერს;

ტრენერთა ტრენინგის ხანგრძლივობა ერთი სრული დღე

მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია

მონაწილეების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ბმული: