ტრანსგენდერ ადამიანთა გახსენების (ხსოვნის) დღე -2016

TDoR – 2016

 

2016 წლის განმავლობაში, სიძულვილით მოტივირებულ აგრესიას 300-მდე ტრანსგენდერი და სხვა გენდერულად არაკონფორმული ადამიანი  ემსხვერპლა.

2016 წლის, 20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის მეთვრამეტე წლისთავზე, ტრასგენდერ თუ გენდერულად არაკონფორმული ადამიანთა მკვლელობათა მონიტორინგზე პასუხისმგებელი ინიციატორების(TMM-ტრანსგანდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგის ინიციატორები, ორგანიზაცია TGEU) მიერ გამოქვეყნებული კვლევა  ცხადყოფს, რომ მსოფლიოში, გენდერულ ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მაჩვენებლი კვლავ სავავალოა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული, ადამიანების და მათი პრობლემების მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის და ხილვადობის  გაზრდაა, რადგან დღემდე დიდ და დავიწყებულ პრობლემად რჩება ადამიანების გენდერული ნიშნით დევნა, შევიწროვება და მკველობა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, წლების მანძილზე მოკლული ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების სიას 295 სახელი დაემეტა, TDOR-ის ეს სტატისტიკა 2015 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

 

ახალი მონცემები, იმ 33 ქვეყნის (მსოფლიოს ექვსი რეგიონიდან) სტატისტიკას ასახავს, სადაც უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გენდერული ნიშნით მკვლელობებს ჰქონდა ადგილი: ბრაზილია (123); მექსიკა (52); ა.შ.შ. (23); კოლუმბია (14) და ვენესუელა (14). აზიაში. მკვლელობის ძირითადი შემთხვევები ინდოეთში გვხვდება (6); პაკისტანში (5); თურქეთში (5), ხოლო ევროპაში – კონკრეტულად იტალიაში (5).

 

კიდევ უფრო საგანგაშოდ გამოიყურება 2009 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე ჩატარებული საერთო კვლევის შედეგები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გენდერული ნიშნით ოფიციალურად დადასტურებულ მოკლულ ადამიანთა რიცხვი 2,264-ს უტოლდება. 2009 წლიდან დღემდე რიცხობრივი მაჩვენებელი ქვეყნებზე შემდეგნაირად ნაწილდება: ბრაზილია (900); მექსიკა (271); კოლუმბია (114); ვენესუელა (110); ჰონდურასი, ცენტრალური და სამხრეთ ( 89 ) ამერიკა; ა.შ.შ. ჩრდილოეთ ამერიკა ( 154 ); თურქეთი (44); იტალია, ევროპა (32); ინდოეთი (60); ფილიპინები (41); პაკისტანი (39) და აზია (4).

 

მსოფლიოს ექვსი რეგიოინიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მკვლელობათა რიცხვის მაღალი მაჩვენებელი,  სწორედ იმ ქვეყნებშია, სადაც ლგბტ ორგანიზაციები და გეი თუ ტრანს მოძრაობები ძლიერია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ TMM- ს  მიერ ჩატარებული კვლევები საკმაოდ მრავალმხრივი, ღრმა და პროფესიონალურია.

 

ბრაზილიის, მექსიკისა და ა.შ.შ.-ს ძალიან მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლები თვალში საცემია ,თუმცა იმ ქვეყნების სტატისტიკაზე დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა უფრო მცირეა, მივხვდებით, რომ რეალურად საერთო ფონი არ იცვლება, და მეტიც, პატარა ქვეყნებში მომხდარი მკვლელობები მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდები კიდევ უფრო შემაშფოთებელია..

 

აღსანიშნავია, რომ საუბარია მონაცემებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი აქტივისტების, არსებული ადგილობრივი გაერთიანებებსა თუ ორგანიზაციების მიერ ისედაც ექცევა ყურადღების ცენტრში (ხდება მათ შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება და გამოქვეყნება) ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში მონაცმებები სისტემატიურად არ ახლდება. შესაბამისად, ოფიციალურად არარეგისტრირებული მკვლელობების გათვალისწინებით შეუძლებელია ზუსტი მაჩვენებლის დადგენა. აღნიშნული მაჩვენებლები, აისბერგის მხოლოდ ხილულ მხარეს ააშკარავებენ მსოფლიო შკალაზე.

 

ეს შედეგები აისახება TGEU-ს პირველ TMM კვლევაში. დოკუმენტი წარმოგვიდგენს  TMM – ის მაჩვენებლის დეტალურ ანალიზსს. 2016 წლის TMM ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე: http://transrespect.org/en/trans-murder-monitoring/tmm-resources

 

ინფოგრაფიკები, რუკები, სხვა სტატისტიკური მონაცემები, ხელმისაწვდომია: http://transrespect.org/en/trans-murder-monitoring/tmm-resources

 

შენიშვნები:

[1] TDoR – ტრანსგენდერ ადამიანთა გახსენების (ხსოვნის) დღე, პირველად ამერიკაში 1999 წლის, აღინიშნა ღონისძიება დღეისათვის მსოფლიოს 180-ზე მეტ ქალაქში (მსოფლიოს ექვს რეგიონში) აღინიშნება. ხსოვნის დღესთან დაკავშირებული კამპანიები სიძულვილით მოტივირებული მკვლელობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას და ცნობიერებას ამაღლებას  უწყობს ხელს,

 

 

[2] ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობების მონიტორინგი 2009 წლიდან აქტიურად მუშაობს. გროვდება მონაცემები,კეთდება კონკრეტული ქეისების ანალიზე, იქმნება სისტემატიური ანგარიშები, ახლდება მონაცემები. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, რეგულარულად განახლებადი ინფორმაცია, მოკლული ადამიანები შესახებ ინფორმაციები და რუკები (2009 წლის ივლისში დაფიქსირებული შემთხვევიდან არსებული ყველა დელატლური მონაცემი) საგანგებოდ შექმნილ ვებ–გვერდზე: http://transrespect.org/en/trans-murder-monitoring/tmm-resources

 

 

[3] ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგმა 2016 წელს განაახლა მონაცები. 2008 წლის შემდეგ მსოფლიოს ყველა რეგიონიდან მიღებული ინფორმაციის და სტატისტიკის მიხედვით შემდეგი სახის სურათი გვაქვს: 1,768 მკვლელობა ცენტრალური აზიიდან სამხრეთ ამერიკის რეგიონის 23 ქვეყნიდან (მკვლელობების 78%) 202 მკვლელობა აზიის ქვეყნებიდან, 195 მკვლელობა ჩრდილოეთ ამერიკიდან, 116 ფაქტს ჰქონდა ადგილი ევროპის ქვეყნებიდან, 13 მკვლელობა მოხდა აფრიკის 13 ქვეყნიდან, 5 მკვლელობის შემთვევა დაფიქსირდა ოკიანეთიდან.

 

 

 

წყარო: http://tgeu.org/tdor-2016-press-release

 

თარგმნა: ანო სურვამამ