ჰომოფობიით დაზარალებულთათვის

თუ თქვენ გახდით ჰომოფობიის მსხვერპლი.

“იდენტობა” თქვენს მიერ მითითებულ ინფორმაციას საიდუმლოდ შეინახავს და თქვენი ნებართვის გარეშე საქმის დეტალებს არავის გაუზიარებს.

ვინც 17 მაისიდან დღემდე დაზარალდით, შეავსეთ ეს ფორმა. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ დაგაკავშირებთ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, იურისტებს და მედიას. ინფორმაცია გვჭირდება იმისთვის რათა ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ.
დადასტურებული საჭიროების შემთხვევაში, “იდენტობა” ეცდება თქვენთვის მოიპოვოს მკურნალობის ხარჯები.

“იდენტობა” იტოვებს უფლებას, თქვენს მიერ აღწერილი ფაქტები გადაამოწმოს და ანონიმურად, საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითების გარეშე გამოიყენოს საჯარო კომუნიკაციაში (ჯერ გადავამოწმებთ, შემდეგ მაგალითად ჟურნალისტებს მოვუყვებით რაც მოხდა, მაგრამ არავის ვეტყვით თქვენს სახელს, გვარს ან სხვა პირად მონაცემს).

[googleapps domain=”docs” dir=”forms/d/1-p9zax3btMGXd-mzWMgdpigMPldg1xb7KEgP5Dcpn3k/viewform” query=”embedded=true” width=”960″ height=”1200″ /]