იდენტობა (ყოფილი განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაცია დაფუძნდა 2010 წლის 8 ნოემბერს.

1. განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანთა და ჯგუფების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენის მიზეზების კვლევა და აღმოფხვრისკენ მიმართული კამპანიის წარმოება;
2. ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირთათვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინფორმირებულობის გაზრდა ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების წესის გავრცელების ხელშესაწყობად;
3. ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა;
4. ზოგადი, ინსტიტუციონალიზებული და ინტერნალიზებული მიზოგინიის (ქალების მიმართ სიძულვილის) და ჰომოფობიის დაძლევა;
5. ბავშვებისა და მოზარდების, განსაკუთრებით, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;
6. განსხვავებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება;
7. აგრესიული ეთნონაციონალიზმისა და რელიგიური ექსტერმიზმის პრობლემის, ასევე სეკულარული წყობის წინაშე არსებული გამოწვევების მიზეზთა კვლევა, ამ საკითხებზე საზოგადოების სწორი ინფორმირება;
8. რომა (ბოშათა) ჯგუფის არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა; მათთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში; მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.