კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

თქვენ იმყოფებით თბილისის ლგბტ სათემო ცენტრის ვებ-გვერდზე

დეტალურად გაცნობა

გახდი იდენტობას თბილისის სათემო ცენტრის წევრი

გაწევრიანდი  უფასოდ და შეიტანე წვლილი იდენტობას თბილისის ლგბტ სათემო ცენტრის საქმიანობაში

დაწვრილებით ნახვა

სქესობრივი ჯანმრთელობა

სქესობრივი ჰიგიენის საშუალებები,ლიტერატურა ჯანმრთელობის შესახებ, გადამისამართება ტესტირებაზე, სექსოლოგებთან და სხვა.

 

დაწვრილებით ნახვა

ხშირად დასმული კითხვები

შემიძლია თუ არა გავხდე “იდენტობას” ასოცირებული წევრი?  შესაძლებელია თუ არა “იდენტობაში” საკუთარი ღონისძიება ჩავატარო?  რას ნიშნავს “იდენტობას” კლუბები?  რას მთავაზობს იდენტობას სათემო ცენტრი? 
ამ და სხვა კითხვებზე პასუხები გაიგე აქ:
დაწვრილებით ნახვა

ღონისძიებათა კალენდარი

გაიგეთ რა იგეგმება უახლოეს დღეებში

დაწვრილებით ნახვა

იურიდიული დახმარება

ისარგებლეთ იდენტობას თბილისის ლგბტ სათემო ცენტრის უფასო იურიდიული დახმარებით

ფსიქოლოგის დახმარება

ისარგებლეთ “იდენტობას” უფასო ფსიქოლოგიური დახმარებით

სოციალური მუშაკი

სოციალური მუშაკი უსასყიდლოდ დაგეხმარებათ სამსახურის მოძიებაში, პროფესიული და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებაში.

ბიბლიოთეკა და ელ. წიგნები

სათემო ცენტრში მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა ლგბტ სფეროში.  აქ შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნები გენდერისა და სექსუალობის საკითხებში, ადამიანის უფლებების სფეროში. იდენტობას ბიბლიოთეკა უმეტესად სამეცნიერო ხასიათისაა, თუმცა მხტვრული ლიტერატურის ნაშრომებსაც შეიცავს. ასევე თქვენს განკარგულებაშია Kindle DX, სამეცნიერო ლიტერატურით გენდერის, ფემინიზმის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სხვა დისციპლინებში.

სათემო ცენტრი

ყოველ მეორე პარასკევს, იდენტობაში ფილმის ჩვენება იმართება. ეწყობა შეხვედრები საინტერესო და ცნობილ ადამიანებთან (სასულიერო ლიდერები, მხატვრები, პოეტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები). იდენტობა გთავაზობთ დასაქმების სემინარებს,  ჯგუფურ შეხვედრებს,  თვითდახმარების ჯგუფებს, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ტრეინინგს, სივის მომზადების სწავლებას, თექის დამზადებას, სტენსილი და ქუჩის მხატვრობის ვორკშოპებს, კვლევების პრეზენტაციებს, გამოფენებსა და სხვა აქტივობებს.

აქტივიზმის მხარდაჭერა

სათემო ცენტრში ნებისმიერ ლგბტ ადამიანს შეუძლია თავისი სურვილითა და ინიციატივით ღონისძიების ჩატარება, გამოფენის მოწყობა, სხვადასხვა ადამიანის უფლებათა დღის აღნიშვნა, საქველმოქმედო და საპროტესტო აქციების დაგეგვა და სხვა. იდენტობას სათემო ცენტრი  უწევს ორგანიზებას ისეთ კამპანიებს, როგორებიცაა  “ვაგინის მონოლოგები”, “მილიარდი ამბოხებული ქალი ძალადობის წინააღმდეგ” და 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნა.

დარეგისტრირდი და გახდი იდენტობას ასოცირებული წევრი

გადადი საიტზე

2010-2014 წლების ანგარიში

იდენტობას თბილისის სათემო ცენტრში ჩატარებული ღონისძიებების სტატისტიკა

%

მომსახურებაზე მოთხოვნის წლიური ზრდა

სათემო შეხვედრების რაოდენობა

პროფესიუ ტრენინგებში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა

სულ გაწეული იურიდიული მომსახურება

იდენტობას სტიპენდიანტი სტუდენტები

სულ გაწეული ფსიქოლოგის მომსახურება

იდენტობას სერვისის მიმღებთა ჯამური რაოდენობა

რას ამბობენ იდენტობას ვიზიტორები და ბენეფიციარები ჩვენზე

გ.მ

“რა კარგია იდენტობა რომ არსებობს, ჩემს ცხოვრებას ახალისებს და მრავალფეროვანს ხდის”

საახალწლო ვორკშოფი, 07.12.2014

ნ.გ

“მინდა, რომ იდენტობა ყველა ქალაქში იყოს და ბევრი მხარდამჭერი ჰყავდეს”

 

წერილი იდენტობას იურისტს ბათუმიდან, 17.11.2014

მ.გ

“ვორკშოპი ძალიან დამეხმარა ბევრი ბუნდოვანი აზრი დამალაგებინა და სწორი მიმართულება მომცა კვლევისათვის”

ვორკშოპი ლგბტ სენსიტიურ კვლევაში, 12.27.2012

გ.ი

“მთელი დღე ისე გავიდა არაფერი გამიგია, ძალიან საინტერესო იყო და ბევრი სიახლე გავიგე.”

ვორკშოპი ინკლუზიისთვის-ბარიერების წინააღმდეგ, 27.06.2014

 

ვაგინა მონოლოგები

“იდენტობა” ქალთა მიმართ არსებული ძალადობის წინააღმდეგ განსაკუთრებულ ღონისძიებებს ახორციელებს, მნიშვნელოვნად მიაჩნია ქალთა პრობლემატიკის წინააღმდეგ საზოგადოების  ერთიანობის და სოლიდარობის  არსებობა.

“იდენტობა,” აქტიურად უჭერს მხარს გლობალურ ქალთა მოძრაობის V-day-ს კამპანიას და პრიორიტეტულად მიაჩნია ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის დაძლევის პოლიტიკის განხორციელებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, ქალთა პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით ფემინისტი აქტივისტისა და დრამატურგის ივ. ენსლერის ცნობილი ეპიზოდური პიესა, “ვაგინა მონოლოგები” რამდენჯერმე დადგა

სრულად

მილიარდთა ამბოხი

V-Day გლობალური მოძრაობაა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 1998 წელს დაიწყო და ცნობილი დრამატურგისა და აქტივისტის, “ვაგინა მონოლოგების” ავტორის, ივ ინსლერის სახელს უკავშირდება.

 

 

 

ამ მოძრაობის ფარგლებში, 2014 წლის 14 თებერვალს, მთელ მსოფლიოში ჩატარდა კამპანია სახელწოდებით „მილიარდთა ამბოხი სამართლიანობისთვის“ (One Billion Rising for Justice). კამპანია მილიონობით ქალს მოუწოდებს გამოვიდნენ სახლებიდან თუ სამსახურებიდან და ცეკვით გაერთიანდნენ; აჩვენონ ერთობის ძალა სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისთვის. კამპანიის სლოგანია “მილიარდი მოცეკვავე ქალი უკვე რევოლუციაა!”.

სრულად

17 მაისი

 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2004 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 17 მაისს სახელმწიფო და კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი, საგანმანათლებლო, უფლებადაცვითი და სხვა ორგანიზაციები საინფორმაციო კამპანიაში ერთვებიან. ამით ისინი ფართო საზოგადოების ყურადღებას ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემას მიაპყრობენ.

საქართველოში ლგბტ აქტივისტებმა 17 მაისის აღნიშვნა ორჯერ, 2012-2013 წლებში სცადეს, თუმცა ორივეჯერ ისინი საზოგადოების და სასულიერო პირების აგრესიის სამიზნე გახდნენ.

სრულად

წითელი კაბა

ფილმი ჰომოფობიის თემას ეძღვნება და მჭიდროდ არის დაკავშირებული 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებულ მოვლენებთან. მთავარ როლებში: ბექა მაქაცარია, ნათია ბერიშვილი სცენარის ავტორი და რეჟისორი: სალომე საღარაძე. პროდიუსერი: ნათია ხარატიშვილი. ფილმის შექმნა შესაძლებელი გახდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. “იდენტობა” განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფემინისტურ კაფე “ფრონტლაინს.”

სრულად

იდენტობას მხარდამჭერები

RFSU

პროექტი: “ლგბტ სათემო ცენტრის მხარდაჭერა”

Open Society Foundations

იდენტობას საბაზისო მუშაობის მხარდაჭერა.

Embassy of the Kingdom of the Netherlands

პროექტი:”ადვოკატირება ინფორმირების საშუალებით”

European Commission

პროექტი:”სოგი ალიანსის მშენებლობა საქართველოში”

Canada Fund for Local Initiatives

პროექტი:”5 ნაბიჯი ლგბტ ინკლუზიისგან”

DemCom, U.S Embassy in Georgia

პროექტი:”სტუდენტური მგრძნობელობის ამაღლება ლგბტ საკითხებში”